კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

ასაკის სონეტი 

ჩემი ცხოვრების მიწურულს რომ სამდურავს ვბედავ
და გულს ლექსში რომ ვაჟონვინებ დარდის მოტივებს,
მეგობრებს უკვირთ და მკიცხავენ: ` - რად გიპყრობს სევდა
და სტრიქონები ცრემლით რატომ დაანოტივე?!
ადრე სხვა განცდა გაღელვებდა, სხვა კერპს ჰმონებდი,
რატომ აღარ წერ სიყვარულზე, რაზედაც წერდი,
და რატომ გინდა იმ მოვლენებს უძღვნა სონეტი,
რომელთაც უკვე ვერ მოგასწრებს ხანი თუ ბედი?!~
რა გითხრათ, უკვე ნაკლებ ვფიქრობ, ახლანდელ ქალთა
სიშიშვლემ თვალი რად მომტაცა და დამიელმა,
რომ კაბის კალთა ჩახლართული, ვით კარვის კალთა,
ჩავჭრა და ჩავაკარაბაკო, ვით ტარიელმა.
ყველაფერს თავის დრო-ჟამი აქვს და თავის ხანი,
ვისთვის `ჰოეა~, ხოლო ვისთვის `ანი~ თუ `ბანი~.

??????