კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

კალენდრის სონეტი 

ზამთარს
სახლიდან
გაიტყუებს
ბუხრების
ბოლი
და ჭირვეული
მარტი
თვალებს
ცრემლით
აივსებს,
აპრილი,
როგორც
მოღალატე,
თვალთმაქცი
ცოლი,
გაიპარება
შინიდან
და გაიმაისებს.
პატარძლის
კაბით
დაკეკლუცობს
ველად
თუ ტყეში
და ნაპეპლარი
ზაფხულის
ხვატს წვალებით
უძლებს,
ივნის-
ივლისი
და აგვისტო
მოდიან
ხვნეშით
და ძლივძლიობით
მოათრევენ
დაბერილ
მუცლებს.
სექტემბერი
კი, აჰა, უკვე
მეცხრე
თვეშია
და ოქტომბერში
მთლად სისხლისფრად
იმშობიარებს.
ნალოგინარი
გრძნობს, დედობას
რომ შეეჩვია
და უკვე
ზამთრის
თეთრეულით
იშრობს
იარებს.
აღარ გაისმის
თითქოს
ჩქამი
სისხლის
მდინარის,
მაგრამ
მოიცათ,
ყველაფერი
ისევ წინ არის!

??????