წერეთელი ნუგზარ
გაზიარება

წიწამურთან 

წიწამურზე ქარი ქროდა,
ვით მწუხარე სუნთქვა ერის
და ღრუბლები თან მიჰქონდა,
სულ ილიას სისხლის ფერის.
მზე ჩაფლული სადღაც ბინდში
წითელ ნაღველს ფენდა არეს,
და მე ვეღარ ვთვლიდი შიშით
საქართველოს სულის ბზარებს!

??????