ბერაძე მერაბ
გაზიარება

თუკი ოდესმე მოგენატრები! 

თუკი ოდესმე მოგენატრები
და ჩემზე ფიქრით გონებას დაღლი,
შემოგაწვება გულზე ნაღველი,
მოგენატრება ეს ჩემი სახლი.
რა სიზმარივით გაუჩინარდი,
სად არ ვიყავ და სად არ გეძიე,
გახსოვს, ოდესღაც ცაში ვფრინავდით,
ახლა კი მოდი, სტუმრად მეწვიე!
სტუმრად მეწვიე, ბუხართან დაგსვამ
და მე გამანდე შენი ფიქრები,
თუკი ოდესმე მოგენატრები,
შენთვის ყოველთვის სახლში ვიქნები!

??????