Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბერაძე მერაბ
გაზიარება

ტკივილიანო სიყვარულო! 

ტკივილიანო სიყვარულო,
ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია რაც ერთმანეთს
ფარულად ვხვდებით.
უცხო თვალისგან საიმედოდ
გვიფარავს ფარად,
სწორედ ამიტომ არვინ იცის
მე და შენს გარდა,
თუ რა ტკბილია და რა მწარე
ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა.
როცა ერთად ვართ, მაშინა ვარ,
მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა,
მაგრამ ჩუმად ვარ ბედნიერი!
ფარულ სიყვარულს
ტიტანური ძალა ჰქონია,
მაინც ვინ შექმნა,
ვინ დაწერა ეს სიმფონია?
რა სასოებით შევცქერით ცას,
რა გარინდებით,
თუმცა კი ვიცით,
რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით.
და მაინც, ჩემო, მიხარია, რომ ასე მოხდა,
ჰო, წუხელ მაინც რა ლამაზად,
რა თეთრად თოვდა!

??????