სუხიტაშვილი შერგილ
გაზიარება

მზის სამკაული 

წმინდა სხივების ნარმა ვილოცე,
ღმერთის ცრემლებს რომ ბარდნის სილაზე,
და სძინავს დილის მარმარილოზე
შენს ღიმილს, გაშლილ ვარდის სინაზეს.
ჩაკვდა შავი მთის გენის ყვირილი,
ამღერდა ლექსი ზღვა ნების ლომად,
ცამ შეიხორცა შენი გვირილის
ღიმილი, –ირმის თვალების კრთომა.
შუქი ცის დილის მღერის უჩვევი
მზის მომავალი წინ მივლის ლხენის,
ახლა სიკვდილის მტერი თუ ვრჩები,
– დამნაშავეა ღიმილი შენი.

??????