ხაიაური ალაზა
გაზიარება

სურვილი 

ვიდრე ზეცა
ვარსკვლავების
პეპლებს მკერდზე დაისვამდეს, –
მზეა ჩვენი საფიცარი,
აისიდან
დაისამდე.
საქართველოს
მზეგრძელობას
ვისურვებდი
მაინც რამდენს?
– რაც ჩვენს მთა-ბარს
ყვავილი აქვს, –
მაისიდან
მაისამდე!

??????