ხაიაური ალაზა
გაზიარება

გალაკტიონი 

მთებს აჩრდილები მოსავენ,
ერთფერად უნაირონი,
წაიქცა ლომი მგოსანი
ჩვენი მადლი და მირონი.
ნაღველო, რაღას გვეზრდები
გაგვიწყრა? წერამწერელი...
ცაც დაგვექცევა, – ეს მთები
რომ არ იჭერდნენ წვერებით...
მწუხრ იყო, ყველა ტიროდა,
ან ცრემლი ვინ არ დაღვაროს?!
ცასავით უნაპიროვ და
ფშავის მთებივით მაღალო!
როგორც ტალღებით ნაცემი
ზღვათ თვალუწვდენი კიდენი,
ლექსი გვინდოდა იმდენი _
დღეს ცრემლი გვინდა იმდენი.
სიცოცხლე გადაგფერდვია,
დადის სიკვდილი მძარცვავი,
შენმა წაქცევამ ერთიან
გვაქცია მიწის ძვრასავით!
ზარი დაეცა ჭიუხებს,
დაცემით შენი სხეულის...
კოჭლ ბარათაშვილს მიუხველ
შენც მუხლებგადამსხვრეული!..
მყინვარის ყინვად ცა იქცა,
მგლოვიარობის მბედავი,
– ვაი, რა ბოძი წაიქცა
ვისზეღა ვიტყვით ნეტავი?
უნდო თვალთგასაშავებლად
დრო კიდევ გამოაღვიძებს
რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას,
ბარათაშვილს და ტაბიძეს!

??????