Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ხაიაური ალაზა
გაზიარება

მამულიშვილო დიდო 

უნდა გამოჩნდე, დრო არის,
მამულიშვილო დიდო,
რომ შენი ერის, მგლოვარის
ტვირთი მხრებიდან ზიდო.
უნდა გაუძლო გაუძლებს,
გულის და სულის ზრდითო,
შენს ხალხს მგლის მუხლით გაუძღვე
გადამრჩენელი გზითო.
სულის ღვედი და ჭაპანი
არ გაწყვეტილა ვიდრე,
გვატარე გმირი პაპანი
როგორი გზითაც ვლიდნენ.
გამოჩნდი, ლომო გამოდი,
ჟრჟოლა მოჰკიდე ლოდებს,
თავისუფლება არ მოსდის
კერაში მჯდარს და მლოდნელს...
მუხას კვლავ მუმლი ეხვევა,
ცით, ხმელეთით თუ ზღვითო,
მომხდურს ვუჩვენოთ ერთხელაც
როგორ არწივებს ვზრდითო?
გვემუქრებიან მოწამვლით, –
ბასრი ბარების ჭრითო
ცხრა აპრილია მოწამე
ველურთ რომ ეს ზნე სჭირთო,
ეტანებიან საფუტკრეს
ერთი უყურეთ რწყილთო,
ლამის სულ დაისაკუთრონ –
ჩვენია!.. ეტყვი – სწყინთო...
წინაპრებს მწარედ ნაგვემებს
სისხლი ხომ ჯერაც სწვიმთო.
ასე რომ გვაჩანაგებენ
ორას-სამასი წლითო...
გამოჩნდი, ნუღარ აყოვნებ,
გვწამს შენი ორივ ფრთისო,რომელთ ჩრდილშიაც ყვავ-ყორნის
გუნდი ყოველთვის ფრთხისო!

??????