ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

ვახტანგ მეფე 

 

"ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა,

ღვთის ნებით და თვთის კარნახით სპარსნი ქართლით გადარეკა".

ყრმას ძუ მგელი ჰყავდა ძიძად და მგელკაცადაც გაიზარდა–

რა მგლის ფერი!

რა მგლის თვალი!

რა მგლის მუხლი!

რა მგლის მადა!

ქართლის ცა და მგლის სიავე თავზე ადგა მუზარადად,

მტერს ხაფი ხმით დაჰყიოდა და ზურგისძვალს უბზარავდა.

ახსოვს მისი ნაფეხური ამ უღრან ტყეს,

ნამუხარ მთებს,

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა

და კაცს როგორ არ  უყვარდეს!

 

??????