სასწაული
გუშინ ჩემს ფაჯარასთნ გოგონამ ჩაიარა,
თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა.
იმას ჰგავდა, სულ იმას...(ღმერთო, რა გამიხარდა!)
მე რომ პატარობაში შეშლილივით მიყვარდა.
გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა,
განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა?
სამარიდან წამოვდექ
თუ ცის გახსნა მეფონა?
დაკარგული სამოთხე
დამიბრუნდა მეგონა.
ცაო, ეს რა მიყავი
შენს მგალობელ მეგობარს,
ჩემი ბებერი თავი
ბიჭუკელა მგონია.
ო, იმ ციურ სასწაულს
ხვალ, ზეგა თუ გაისად
თუკი ვერ შემახვედრებ,–დამასიზმრე მაინცა...