Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სანიკიძე ირმა
გაზიარება

საგაზაფხულო ალიონი 

ცის გარეგნობას გაზაფხული უფრო უხდება.
მზით დატკეპნილი ღრუბლები და 
ნისლი მერცხლების,
გაიცრიცება ალაგ-ალაგ  თოვლიც  ხეებზე,
როგორც მიტკალი, სიფრიფანა,სხივის  შეხებით.

გცვივა ტკივილი  ნახერხივით სულში, ნოტიო
თვალების შიგნით რომ იგროვებ-მზერის  ფასადზე, 
და დგახარ ისე, თითქოს მხრები უნდა მოსწიოს
გულმა თავისკენ, უფრო ახლოს,შენ კი საფარდედ
მოჭრილ  ალიონს დეპრესიის ნაწილზე ჭმუჭნი,
გარეთ  სიბნელე  გუდა-ნაბადს თვითონ იკიდებს.
მზეს მოიწველის გაზაფხული  ცხრავე ცის  ცურით,
(შენ  ხომ  მანამდეც  დაიჯერე ღმერთის სიდიდე )

ჩაიტანიე არეული  ყოფა  სუნთქვაში. 
ფაიფურივით  მტვრევადია  სუსხი მინაზე.
დგას ალიონი, ჯერ უმზეო-ცივი ბუხარი
და შეშასავით ულაგია სხივის მარაგი.

მთებს მოიღერავს გაზაფხული.ისე  უხდება,
რომ  დარდებისგან  გამორჩენა, ფიქრობ -  
რაღა დროს...
და თუ რად გინდა  არსებობის  ერთი  უფლებაც,
დღეს ნაზამთრალმა ბეღურებმა  ისევ  განახონ.
  

??????