ბიძინაშვილი აკაკი
გაზიარება

შემომენთო 

შემომენთო ტანზე ალი,
ამელანძა მთელი სახე,
დღეს ისეთი ვნახე ქალი,
დღეს ისეთი ქალი ვნახე...
მომანათა მზეთა სხივი,
ცამ ისმინა ჩემი ოხვრა,
ყელზე ება ქარვის მძივი,
მისმა ეშხმა გამაოგნა.
არ არსებობს უკვე ლალი,
აღარც ატამსა აქვს სახე,
დღეს ისეთი ვნახე ქალი,
დღეს ისეთი ქალი ვნახე...

??????