Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ქემერტელიძე იორამ
გაზიარება

სადალაქოში 

მესამე დღეა – სადალაქოს სარკეც და სკამიც
დაფარულია ძაძისფერ რიდით...
მესამე დღეა... დღე გავიდა სულ სამად-სამი –
მოდის მუშტარი,
გაჩერდება, უკანვე მიდის.
და ფუსფუსებენ დალაქები
მდუმარედ, კუშტად, –
თეთრი, ქათქათა ხალათებით,
შავი წუღებით...
ეს სამი დღეა –
გაქაფულ და გაპუდრულ მუშტარს
სარკეებიდან ლაპარაკით არ აწუხებენ.
და თუმცა სდუმან, –
თავის საქმეს აკეთებს ყველა,
მხოლოდ ერთ სკამთან,
რომ დაფარეს ძაძისფერ რიდით –
მესამე დღეა ნახავთ მხატვარს, მეცნიერს, მწერალს!
ყველა მუშტარი რიგრიგობით მოდის და მიდის:
– რას ამბობ, კაცო! –
ნერვიულად იფშვნეტენ ხელებს, –
– შვილი თუ დარჩა?
– შვილს რა უჭირს!
– რავა?
– დიდია!
თავებს აქნევენ თანაგრძნობის ნიშნად და... მერე
გაუპარსავი, მოშვებული წვერით მიდიან...
და ფუსფუსებენ დალაქები მდუმარედ, კუშტად, –
თეთრი, ქათქათა ხალათებით,
შავი წუღებით...
ეს სამი დღეა – გაქაფულ და გაპუდრულ მუშტარს
სარკეებიდან ლაპარაკით არ აწუხებენ.

??????