ინჯია ჯემალ
გაზიარება

ცისფერი ხილაბანდი 

`დარეკე, დაუბარე”
გალაკტიონი
ოდესმე თუ კიდევ ვიცეკვებთ
თვალების მინაბვამდის,
საყვარლად მოიგდე კისერზე
ცისფერი ხილაბანდი.
თითქოსდა ზღვის წყალით ავსილი
ღელავდნენ საკინძენი,
შენ თვითონ იყავი ვალსივით
და ვეღარ გაგიძელი.
მე ეტლი ერთი დღის სავალზე
გავრეკე, გავიპარე,
საქმე თუ გაგიხდეს სავალსედ,
დარეკე, დამიბარე.
და ერთხელ თუ კიდევ ვიცეკვებთ
თვალების მინაბვამდის,
საყვარლად მოიგდე კისერზე
ცისფერი ხილაბანდი.

??????