ინჯია ჯემალ
გაზიარება

*** "მე გავექეცი მოსალოდნელ უბედურებას" 

მე გავექეცი მოსალოდნელ უბედურებას,
რითაც მოგიტან მოულოდნელ ბედნიერებას,
თორემ ჩემს სულში ბილწ საცეცებს უფათურებენ
ქვეგამხედვარნი, წოდებულნი ქვეყნიერებად.
სოფლის ჭალასთან დავცემ კარავს წვერმოშვებული.
ბავშვობის გუნდი მიმასპინძლებს ლაღი ძმებისა.
მოვეშვები და მემუარებს ვწერ მოშვებული,
აწ დაზღვეული Hჰიმნის ხმაზე გაღვიძებისგან.
დამავიწყდება სიყვარული რომელ ხეს ება,
ან რას ანთებდნენ ჩემს ხსოვნაში ჩამქრალი ქოხნი.
არ გავაგრძელებ მწვანე მოლზე სმა-წახემსებას
და, რა მიწადაც უნდა ვიქცე, იმ მიწას ვთოხნი.
ზოგჯერ გავრეკავ მეზობლების ამოლაფულ თხებს,
დავიჭერ ხელში ყავლგადასულ რეკვიზიტს _ სახრეს
და სისხლიანი ნახველივით ამოვაფურთხებ
მტვრიან შუკაში Yყელზე დამდგარ შენს ძვირფას სახელს.

??????