ბერაია გივი
გაზიარება

დიდი ერთიანობა 

როდესაც სიტყვას გულიდან იწერ,
ყველა გულს თავის ტკივილს ახსენებ,
თან – საერთოა სიღრმეც და სივრცეც,
სხეულს რო ყოფნის ჟინით ავსებენ,
და როცა შვება დააცხრობს ტკივილს,
პატარავდება თოვლივით დარდიც:
თვალებს ზიარი უნათებთ სხივი,
იღიმებიან ერთურთის ხათრით
და იჯერებენ სიმართლეს ზღაპრის
და ივიწყებენ ჯოჯოხეთს წუთით.
ხელში უჭირავს სიკეთე აპრილს,
ატმის და ტყემლის ნათელში ფუთნის.
ბალახის ღერიც მაშინ ხვრეტს ასფალტს,
იოლად ამტვრევს ჯურღმულის კარებს,
რათა სიცოცხლის იგავი ახსნას
და ციცქნა მხრებით ასწიოს არე.
...
გაიყრებიან სულ მალე – ისევ
მარტოსულები, ივლიან კენტად.
მზეს ცვლის კოსმოსში ქარის ხმა მქისე
და ღამე ფიქრის საკანში გვკეტავს.

??????