წიკლაური ხვთისო
გაზიარება

შემოდგომა ასას ხეობაში 

მივდივარ მგზავრი
და მიმაცილებს
მდუმარე ნისლი – მთების დარაჯი,
ხოლო აგვისტო – მკვდარი ყმაწვილი
მქრქალი სექტემბრის წევს სუდარაში.
და რაღაც სევდა სულის მხუთავი
სუფევს
და ამხელს უმაღლეს ტკივილს
და ტყე ხმაურობს ხმით საკუთარით,
ჯადო მუსიკით,
ფერით და სტილით.
და მე მივდივარ,
ნაბიჯს აღმართი
მიდინჯებს,
ასა ნისლისფერ ფაფარს
აჩენს,
მომყვება ჭკნობის ქალღმერთი,
შრიალებს მისი ყვითელი კაბა.

??????