* * * "ჩემი სამშობლოს გული მეძახის"
ჩემი სამშობლოს გული მეძახის,
დედის გულივით სათნო, კეთილი.
-ხატი, სანთლების შუქით გამთბარი,
-ცრემლი, მირონად ჩამოღვენთილი.
მე პოეზიის ძუძუს მაწოვებს
მშობელი ცის და მიწის ჯავარი.
იგი არ მკითხავს ვინა ვარ, რა ვარ,
სიმართლე არის მისთვის მთავარი.
ერთობა არის მისთვის მთავარი
და სიყვარული ფერშეუცვლელი.
ჩემთვის, ძირმწარე გაკვეთილია,
`ქართლის ცხოვრების” ყველა ფურცელი!