რობერ ოსეინი
ერთ ლოყაზე
შრამი ქონდა,
წვიმას მხარში
ედგა,
ყავარჯენზე
დაყრდნობილი
ზღვის ნაპირთან
შედგა...
რატომ რობერ
ოსეინი
და სხვა ვინმე
არა,
ბათუმს გარდა აჭარაში
მთაც რომ
მოიარა...
მზეს ბეჭედი
გაუკეთა,
მთვარეს გემი
თხოვა,
გული ჩვენთან
დატოვა და
სხივი
გაათხოვა...
ყავარჯენზე
დაყრდნობილმა
არ დაზოგა
თავი,
ოქროს
ციცინათელადან
გააკეთა
ნავი...
რატომ რობერ
ოსეინი
და სხვა ვინმე
არა,
დიდი მთები
აჭარაში
მთლად რომ
მოიარა...
ერთ ლოყაზე
შრამი ქონდა,
წვიმას მხარში
ედგა,
როგორც სატრფოს
მიენდო და
ზღვის ნაპირთან
შედგა.