ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

* * * "წერილი რტოს და ბალის ყვავილის"  

მე შუა ცეცხლში მივყვები გრძნობებს,
წამი მევლება გულის არეში
და ტირიფს ქვეშა კნუტს ვეფერები
და მე ტირიფი მეხება ხელებით.
გულში თოფს ისვრის გუდანის ჯვარი
დიდი სიწმინდე მთიელი ხალხის
ჭვარტლში კი ისვრება გრძნობა 
და ბინდის მონას მოჰგავს.
ნისლს ჩაეძინა მთების მწვერვალზე,
მე კი კოცონზე სველ ლექსებს ვათბობ,
მხოლოდ მე თვითონ მივყვები მუზას
და მე ეს მუზა უეცრად მათოვს.
ქარს ტკბილ სურნელით მოაქვს წერილი,
ატმის რტოების და ბალის კვირტის,
ამბობს, წამიღო ცხოვრებამ უცებ
და ლექსი გულში შეფრინდა მისით.
მე ახლა კოცონს შუა ვიწვები,
ბინდი მიყვება სარკმელის ამბავს,
ბოლო სანთელი ინთება შორს და
მესმის მე გრძნობის კივილი მკაცრად.
სისხლში ჩამიწვდა ბოლო წვეთამდე,
წერილი რტოს და ბალის ყვავილის.


17.09.10წ.

??????