ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

* * * "მწარე ობოლი ვარ" 

მწარე ობოლი ვარ, მოქვითინე ხის ქვეშ,
მზემ გამიშავა დატანჯული სახე,
სული მეტკინა, დამეწვა გული დარდით,
დავხეტიალობ გადაკარგული კრავი.
სულის საუნჯე მეხატება ჩემს თავს,
დავცქერი ხვრელს და ამღვრეულ წყალში,
ვხედავ ჩემს აჩრდილს სხვანაირ თვალით.
მწარე ობოლი ვარ და დავტირი მიწას,
მწარე ობოლი ვარ და ცივ ქვაზეც კი ვზივარ,
წვიმის ოხშივარში გამლუმპავს, მიმატოვებს
მზის კოპწიალში გულში კვლავ ვხატავ გორებს.
მწარე ობოლი ვარ, ღმერთის ხელით მორთული,
მწარე ობოლი ვარ, სარწმუნოების გოდორი,
დავეხეტები და მაძლევს ფულს გზაზე გამვლელი,
ხან მამცირებენ, ხან მიცოდებენ ოხრები.
აღარ მინდა, დავტკბე ჩემი სიცოცხლით,
ტყვია ამომდის გულისპირზე ნაზ იასავით,
გუმბათს რეკავენ, მე კი წვიმისგან დასველებული,
დავეხეტები, ობლობაში ამხედრებული.

20.10.10წ.

??????