ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

* * * "ცაზე ღრუბლები რიგში აწყვია" 

ცაზე ღრუბლები რიგში აწყვია,
თითქოს ზღვა იყოს უკალაპოტო,
ცაზე სილურჯე ისე ჩასცრია,
როგორც ზღაპარში ფქვილი და ქატო.
ხის ყოველ ტოტზე ნაჭერს კიდებენ,
ნატვრის გარეშე და უიმედოდ,
გულში წამებას ისე მიდებენ,
მეფერებიან მე უმიზეზოდ.
ისე იცრება დილა და ნისლი,
ისე ვარდება მუხლებში ქალი,
ისევ მიილტვის გული ნაპირას,
და ირიყება სხვა განაპირას.
ცაზე ღრუბელი რიგში აწყვია,
თითქოს ზღვა იყოს უკალაპოტო,
ცაზე სილურჯე ისე ჩასცრია,
როგორც ზღაპარში ფქვილი და ქატო.

??????