ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

ექვსი წვეთი 

(ეძღვნება ბათუმელ პოეტებს)

ინათებს დღე ცაზე ღრუბლის ბატკანთან,
ვითომ ჩემი დღეც მკრთალი შეთბა ლამპართან,
ვითომ მზის ალმასობა ოქროსფრად მლევდა,
სად არიან ისინი, სადღა გაჰქრნენ ნეტავ?
ვღელავ, მონატრება გადამექცა ცეცხლად,
დაისერა გული, ვეღარ იტევს ფეთქვას,
გულმა ექვსი წვეთი წვეთ-წვეთობით წვეთა
და მე ცეცხლი გამინელა ნელა-ნელა.
გიორგი, სულხანი,  როინი, აჩი,
მინდია, გენრი. . .
ცას მოწყვეტილი ლაღი მტრედები,
ვინ ჩამიძგერებს ამ გულის ძგერას?
Gგამომეცხადნენ ის ექვსნი ერთად,
სულის აკიდოს შეახეს ხელი,
მეც მეგობრულად გავფურჩქნე სული, 
შეახეთ გული გამთბარი ძგერით,
მზე მთვარე თითქოს აიწიენ და 
ჩარჩენ ძველი დროის ლამაზ ტევრებთან,
ლექსებს ვძოვთ თითქოს,
მე მესიზმრება, ცხადია ვითომ?!
ლურჯი ღრუბლები გათეთრდა ისევ,
ექვსი პოეტი გალურჯდა მელნით.
გიორგი, სულხანი,  როინი, აჩი,
მინდია გენრი. . .

24.06.10წ.

??????