კარმელი შალვა
გაზიარება

მეფის ქალნი ტაურში 

დღეს განვიცადეთ ღვთაებრივი დანაკარგისი.
ვფიქრობ, პრინცესა უბედური რომ სიზმარშია,
ამა სეფექალთ შემოევლო შავად არშია:
მომკვდარა პანი, მეოცნებე ღამის მარკიზი!

ქრება გლოვილში ორეულად ორი ნარგიზი.
მწუხარე დების ღრმა თვალები ცრემლთა ღვარშია.
ჩვეულო მგზავრო! ქალბატონი ძველ საყდარშია,-
ხატისკენ ილტვის აქ ქალწულის გული ფაქიზი.

ერთხელ ელოდა მათ იღბალი და სილამაზე,
ახლაც ტირიან მონაზვნები მიცვლილ მამაზე,
დააქვთ საფლავზე ქრიზანტემა, ხან აკაცია.

კატგი, რომ ჩემში ნიღაბებით მამაკაცია,
და ვიტან გრიგალს, სასიკვდილოდ გულს რომ აყუჩებს,
თორემ ვიხრჩობი და ვერავის ვერ ვთხოვ ლაყუჩებს!


1918

??????