ციკლიდან - სახელის იეროგლიფები (მეორე იეროგლიფი)
დედამიწა,
რომლის მოსახლეობამ
აგერ უკვე ექვს მილიარდს გადააჭარბა -
შეიძლება
ერთ წამში დაცარიელდეს.
ყოველთვის ასეთი მიდგახარ თვალწინ:
COURTYARD Marriott-ის
ფეშენებელური სასტუმროს კუთხესთან
მობუზული -
შავი,
დაბალძირიანი ჩექმებით და
წითელი,
თხელი `დუტის კურტკით~.
რა კავშირშია,
ახლა,
ამ უეცარი შთაგონებით დაწერილი ლექსის
ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან,
ამაზე,
გულახდილად,
შიშის გარეშე,
მხოლოდ მას შემიძლია ვესაუბრო,
ვინც ერთიც და მეორეც ჩემამდე დაწერა
- ღმერთო...