კარმელი შალვა
გაზიარება

სოსიკოს ვახშამზე 

დღეს, მეგობრებო , თქვენთან ლხინი მე თუმც არ მელის ,
რადგან სარეცელს გავშოტილვარ ქარვით მგზნებარი ,
მაგრამ მიიღეთ დღეგრძელობა სნეულ კარმელის 
და გიჟ ღვინოში ნეტარება გაუგებარი.
მე აქ ვითვრები მრავალნაირ მწარე წამლებით,
თქვენ კი აგანთებთ დავიწყებით ღვინო მჩქეფარი,
როს ცელქ ფერხულში სიყვარულით მოიწამლებით,
მომიხსენიეთ შემოდგომის მზე უმეფარი.

??????