Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კარმელი შალვა
გაზიარება

ყვითელი მესსა 

კატა პირს იბანს- გამოვა დარი,
ეს ბარომეტრი უფრო სწორია.
ჩვენ იქნებ ვიყოთ ორივე მკვდარი
და კუბოდ გვადგეს სანატორია.
სიცხე გვაწვება ყველა გრადუსით,
და მესინია ნელ დახველების.
თმებზე ხავერდის ხელი გადვუსვით,
ვარ კოცნით სავსე წმინდა ხელების.
ღრუბელი მიდის, დღეა მზიანი.
დაო, ანგელოს, ჰაერი თბება 
და ჩემი სული ციებიანი
შერიგებული დრეს მართლა კვდება.
გადასდე შუშა -წამლით,ფხვნილებით,
გავყვეთ ფრინველებს და ტყის რქიანებს,
შორი ქალაქის ქვაფენილები
მაინც დაგვცემენ ჩვენ -ჭლექიანებს.
უმშვიდეს საყდარს ,გულო,მიელი,
რომ გადავფინო ლოცვებზე კვნესა
და როცა ვნახეთ ის ცარიელი ,-
გადავიხადეთ ყვითელი მესსა.
დღეა მზიანი,ღრუბელი მიდის,
ტყე გასურნელდა ფიჭვის ღვარებად
და ფენომენი გაფრენილ ხიდის-
საბედისწეროდ ჩვენ გვეყვარება!

1922 აბასთუმანი

??????