Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გიორგაძე ჯანო
გაზიარება

არ გაცივდეო 

ქუჩაში ეგდო დედის წერილი,
ავკრიფე კრძალვით, უეცარი ვიგრძენი სევდა,
სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი,
არ გაცივდეო – შვილს სწერდა დედა.
არ გაცივდეო! –
ეს სიტყვები გაგათბობს მარტო,
მთაში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია,
ო, მე არ ძალმიძს, არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე შენ მოგმართავ,
ვინც დაჰკარგე დედის ბარათი,
შენ, ვინც დადიხარ დედისაგან
დალოცვილ გზაზე,
გახსოვდეს მუდამ, დედის გული არის მარადი,
და მასზე ტკბილი არავინ გყავს ამ ქვეყანაზე.
მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს
ბედად გადარჩენილებს
და ვიდრე თვალში ჩაგდგომია
სიკვდილის ბინდი,
გემუდარები, გაუფრთხილდი დედის წერილებს,
გემუდარები,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდი.

??????