Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გიორგაძე ჯანო
გაზიარება

მუხამბაზი სინანულის 

ავდარია, საქეიფო დარია,
თანაც ფიქრებს დარდმა ხელი დარია,
ქარს კი მოაქვს შორეული საარი,
სადღაც ალბათ გადაბმული სმა არი.
იკაეშნე, გინდა იდარდიმანდე,
დუდუკები შეგიქცევენ დილამდე,
ღვინის ჯამში მზის ნათელი ასხია.
სიმართლეა, მერე რა, რომ მწარეა,
დაგავიწყებს, ვინც დღეს საფიცარია,
მაგრამ ბოლოს ყველა წარმავალია,
ეს ქეიფიც გაღმა სოფლის ვალია.
უკვე არვის აღარ შეუყვარდები,
ნუღარა სტვენ, დაჭკნენ შენი ვარდები,
ან დღეს, ან ხვალ ქვეყნად აღარ იქნები,
მოიშორე სევდიანი ფიქრები.
მოიშორე, მიდი, იდარდიმანდე,
დუდუკები შეგიქცევენ დილამდე.

??????