გიორგაძე ჯანო
გაზიარება

წვებოდა ღამე 


მე მივდიოდი დაღესტნის მთებში,
ბილიკზე ჯიხვის ნაკვალევს ვშლიდი
და სადღაც ქვევით, უძირო ხევში
წვებოდა ღამე, წყნარი და მშვიდი.
წვებოდა ბინდი, ღამის მდევარი,
ტირიფი ტოტებს მიწამდე ხრიდა
და მთის მდინარე მოუსვენარი
ლოდს მიათრევდა ჭიუხის მხრიდან.
ნამგალა მთვარე ცას ანათებდა,
მწვერვალს აშლოდა ნისლის ფაფარი,
თოვლის დაფარულ მთების კალთებთან
ნიავს ეპოვა თავშესაფარი.
მე მივდიოდი დაღესტნის მთებში,
ღამეს აფრთხობდა წყაროს ხმაური
და სადღაც ქვევით, უძირო ხევში
ჩირაღდანივით ენთო აული.

??????