ჯავახიშვილი თამარ
გაზიარება

*** "მე იმ შორეულ დღეებს მოველი" 

მე იმ შორეულ დღეებს მოველი,
როცა გიამბობ გულში რაც არი,
შენა ხარ ჩემი სვეტიცხოველი
და სიყვარულის თეთრი ტაძარი.
და რომ არ ჰგავდეს ასე ძალიან
თბილისის ცა და შენი თვალები,
ეგ გული თუმცა წყაროს ცალია,
მაინც ასე ვერ შეგიყვარებდი...
მაისი მოდის, მე კი, ძვირფასო
არ ვიცი, გული რამ დამიმძიმა...
დამალევინე იების თასით
შენი თვალების ცისფერი წვიმა...
ზღვა სიყვარულის ჯადოს მაპარებს
მაგ ზრაპრულ წვიმის წვეთი ყოველი,
მაგრამ გამიღებს? გამიღებს კარებს
ჩემი მაღალი სვეტიცხოველი?

??????