Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჯავახიშვილი თამარ
გაზიარება

თებერვალი ექსკლიუზივი

საღამოს ბინდში,
სილურჯეში მოვიდა თოვლი,
უცხო სიმშვიდით გადააბა ყოველი ხაზი,
ყველა ხე და წკირი ყოველი.
ასეთი თოვლი – უწყინარი ბუნების მადლი,
თეთრი რტოები, მავთულები, ლიანდაგები
ჩვენ გვაშორებდნენ დიდხანს და დიდხანს
კილომეტრების გაუვალი ათასეულით.
და, რა ვიცოდი, არაფერი, ბავშვობის გარდა...
შენი სახელიც არ ვიცოდი...
დღეს კი, –
მორჩილად განაბული დედაქალაქი
ფიფქების ჭერქვეშ,
და სინათლე ჩვენი ფანჯრიდან...
შორიდან ვხედავ,
შინ მოვდივარ, როგორც სტუმარი,
სტუმარი შენი მოგონებების...
ამაოდ დაშვრა ქარიშხალი,
თუმც საკმარისი იქეიფა, როგორც უნდოდა...
შენი წარსული, დაძაბული, ყალყზე შემდგარი,
ყელში ბურთივით გაჩრილი მაქვს...
და ვითომ თოვლი,
ვითომ მხოლოდ თოვლი მაღელვებს...

??????