ჯავახიშვილი თამარ
გაზიარება

* * * "ჟინვალი" ექსკლიუზივი

ჟინვალი... თვალი დაღონებულა,
დაღონებულა ფიქრი და ხელი...
ამ ნაუცბათევ საძმო სუფრაზე
მე მაგონდებით, მე თქვენ გხედავთ,
გურამ და ნოდარ...
აი, მოდიხართ ღამით ფშავიდან,
ზურგჩანთებს თქვენსას,
ქოჩრებს, ტანსაცმელს,
უცებ შემოაქვს დუქანში ქარის,
არაგვისა და მთების სურნელი.
თქვენ გინდათ მხოლოდ წყურვილის მოკვლა,
მაგრამ არა აქვს დახლიდარს ლუდი
და სტოვებთ დუქანს უხმოდ,
მაგრამ თავაზიანად...
მიწყდა ხმა მძიმე ფეხსაცმელების...
გარინდებული შევცქერი კედლებს,
უცხო კაცს,
ვისმა შემოსვლამაც ჭრილობა გახსნა...
წითელი ღვინო... ძველი ხელადა...
ხინკლის ლანგარი მსუბუქი ორთქლით,
ქართული ყველი.
მწვანილი და კეთილი პური...
ნეტავი, თქვენთან მაზიარა,
ძმებო, პურ-მარილს,
ნეტავი, თქვენი გამაგონა ხმა, ან დუმილი, _
ანდა ეს წამიც გარდასულში ყოფილიყო,
მერე მეამბნა, – გიგონებდით-მეთქი იმ ღამეს,
რანი ხართ-მეთქი,
რომ უთქვენოდ ლუკმას ვერა ვტეხთ...

??????