ჯავახიშვილი თამარ
გაზიარება

მთებში ექსკლიუზივი

მხოლოდ შუადღეა
და გაქვავებულთა კოშკთა შვეულება,
მხოლოდ ენგურია
და თავშეუკავები რკინის ჩვეულება.
შუადღის ჯვრებია,
მზე დამდნარ სპილენძად ჩამოდის
ყავარ და ყავარ...
ვიღვიძებ კაცი და არ ვიცი კარგა ხანს,
ვინა ვარ, რა ვარ...
ვიღაცა სდუმს და ისმის სიმღერა:
შენ მინდორი ხარ, ჩემო სინათლევ,ყვავილოვანი ხეების რხევა
და დედამიწა შენს მერე, გვიან
მიმორღვეულა ხევად და ხევად.
შენ დარჩენილხარ, ჩემო სინათლევ,
და გახლავს ხეთა ფერადთა რხევა,
წევხარ ცის პირად გარინდებული
და შუადღეთა შვავი ირყევა,
შენა ხარ მხოლოდ, სხვა ყველაფერი
შერღვეულია უამრავ ხევად.
ან რას უზამდა დედამიწის პირს
წყალთა მრავალთა უგონო ნთხევა,
და შენ ღრუბლების ჩრდილი გეცემა,
ქარებია და ღრუბლების ხევა,
შენა ხარ მიწა, შენ ხარ მინდორი,
და მე გიგზავნი უდიდეს ხმაურს, –
ყვავილოვანი ხეების რხევას.

??????