ჯავახიშვილი თამარ
გაზიარება

ქუჩა. სიცხე. ბავშვი. ექსკლიუზივი

კედელთან იჯდა, ხელგაწვდილს
თითქოს თვალღიად ეძინა,
სადღაცა შორსმყოფს, სახეზე
რაღაცა ხილვა ეფინა,
არ იყო მისი ოცნება
შაქარყინულის გედები,
ნაყინის იალბუზები
და შოკოლადის ქედები...
თავს ადგა ბაღი ზღვისპირა,
ტალღის ხმა, ზეცის სიგანე,
უნაბის ხეზე მიბმული
თავისი თეთრი თიკანი...

??????