პატარა გოგონა ექსკლიუზივი
ის იყო პატარა, ლამაზი, ბამბა-თეთრი,
ჩემთან მოვიდოდა და ფიქრებს ამიშლიდა.
შენ პატარა ხარ-თქო, – როგორ ვაკადრებდი,
თავი მოჰქონდა უკვე ქალიშვილად.
ის იყო პატარა, სულში ჩასაძვრენი,
ხელით სატარები გოგო, ერთი ციდა,
მახსოვს, რომ გაერთო ბავშვურ თამაშობით,
ერთხელ იყო და როგორღაც შემცივდა
და მკერდზე მივიკარ, ვიგრძენ ჩქარი სუნთქვა,
მერე გასაშვებად ვეღარ ვიმეტებდი
და დარჩა, დარჩენაც იყო ნება მისი,
ო, იმ ბავშვს გეფიცებით, იყო ნება მისი
და ახლა რატომ მემდურის დედამისი?!