ჯინჭარაძე იური
გაზიარება

მოგონება ექსკლიუზივი

მე მაგონდება, თეატრიდან გვიან გამოხველ,
შემომხედე და შენს თვალებში შუქმა იელვა,
იყო სიჩუმე,
ქარი ოდნავ არხევდა ვერხვებს,
შენი ჩურჩული:
მეშინია, გამაცილე, რა...
და მიგაცილებ,
შენ ერთი, როგორც მცივანა ბავშვი,
გადაშლილ მკერდზე ქართან შენი მეხლება სუნთქვაც,
ბოლოს და ბოლოს, როგორც ასე, წესია ვაჟის,
მე თვითონ გითხარ, რისი თქმაც გსურდა...
შენ შეკრთი, ვიგრძენ შეგეფაკლა ლოყები წითლად,
მაგრამ მომენდე ღიმნარევი, მკერდანათქვარი,
მოღლილი მთვარე, როცა ღრუბლის ბალიშზე მიწვა,
მოგხვიე ხელი და...
სხვა არაფერი.
მეტს აღარ ვიტყვი, ვიცი, ამ ლექსს უთუოდ ნახავ
და გეწყინება სულყველაფრის ასე გამხელა,
სადა ხარ ახლა,
დამენახე რა?!

??????