იდილიური ესკიზი
ჩასძინებია დიდედას (მძინარს უტოკავს წარბი!) პაწია მორგვი ნართისა ძველ ხალიჩაზე გარბის, მისდევენ ჩემი ცინდლები წინ-წინ გავარდნილ გორგალს, სადღაც წიკწიკებს საათი, კუნძი ბუხარში ბორგავს, შემთბარი კომშის სურნელი ასდის ხახალს და ხონჩას, სარკმლიდან თბილი ოქტომბრის ჭრელაჭრულები მოსჩანს...
|