არაბული ალუდა
გაზიარება

ადგილის დედა 

ისევ მოვედი
და მშვიდად ვწევარ შენს საგებელზე...
ხედავ, ჩამოსხდნენ
ჩემს თითებზე ღამის პეპლები,
დამიდგი ტაბლა...
დამიჯექი თავსასთუმალთან,
დამანახე შენი თვალები.
მე ყველაფერს,
ყველა მუდარის,
სიძულვილის თუ სიყვარულის
ყველა ბორკილს გამოვექეცი
და მშვიდად
ვწევარ შენს საგებელზე...
ხედავ, დავბრუნდი,
ახლა სიკვდილი აღარ ვინაღვლო,
მომეცი ხმალი მარჯვენაში
და მარცხენაში მომეც სანთელი.
სასთუმალთან ჩამომიჯექი.
ხედავ, დავბრუნდი, ხედავ,
ბოლოს მაინც დავბრუნდი
და შენთან ვკვდები...
ხვალ, ჩემი ცხენი უნდა შეკაზმო,
მოუქარგე,
მოუქარგე ოღონდ ფაფარი
აბრეშუმით და უნაგირზე
გადაჰკარი მათრახის ტარი.
დამიდგი ტაბლა,
დამიჯექი თავსასთუმალთან...
ხედავ, დავბრუნდი
და მშვიდად ვწევარ შენს საგებელზე...

??????