არაბული ალუდა
გაზიარება

*** "შენ, ჩემო მამულის ცაო" 

შენ, ჩემო მამულის ცაო,
შენ მზეო, ჩემი დედულის,
ვარ და ვიქნები კვლაცაო,
სანამ შენ ჩუმად მეგულვი.
ქარო, ვისავ და რისაო,
შენ, ქარო, ჩემი ქედების,
ჩემო და არა სხვისაო,
გემორჩილები, გნებდები.
კრთის ვარსკვლავები ცისანი
ამერისა და იმერის;
ალგეთს – `ლეკვები მგლისანი,~
სვანეთს `ლილეო~ გიმღერის.
არ მეგულება შენდარი
მზის, ვინმე სხვაგან მიმგნები.
სერით სერებზე შემდგარი,
ვიქნებით, სანამ იქნები!

??????