გიგო რიონელი (გიორგი გახოკიძე)
გაზიარება

გეო-დემო-გრაფია ექსკლიუზივი

გეო...
ცხოვრობდნენ, ისევე როგორც სხვანი... ისინი დაბადებამდე სუნთქავდნენ... ქართული ჯიში...
დემო...
ვერსია, რომელიც ამართლებს სარეკლამო კამპანიას...
გეოგრაფია...
საგანი რომელსაც სკოლაში ასწავლიან.
დემოგრაფია...
საგანი, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან.
გაიზარდნენ კომუნიზმის პირობებში. შეუღლდნენ დემოკრაგრაფიულ პირობებში.
მწიფე-სახელ-გრაფიას სახელმწიფო არ ერქვა.
შეუღლებამდე, შობამდე და სუნთქვამდე...
მომავლის, ერთსული, მშობლები...
წარსულიდან ქვიცქერენ წინაპართა მრავალი შვილი...
დღეს ჩემი სკოლა დაიხურა, ის დემო ვერსია ყოფილა.
ცარიელია კლასები.
ზარი, რომელიც ჩემი სკოლისა იყო, ვაგონიდან გადმოაგდო დედამ.
კენტად შემოვრჩი დედას. მას მე ვყავდი პატარა.
რკინიგზის მეისრე ეჩხუბება, უყვირის: - გადადი ლიანდაგებიდანო!
არ ესმის...
გუგუნებს ელმავალი.
ამაოდ ველოდი მას სახლში.
მამას `უმწიფარ-სახელ-გრაფიაში~ ამცნეს დედის დაღუპვის ამბავი.

გზის პირზე, მომავალს, ხელგაშლილობით, გეო-დემო-გრაფია უმასპინძლებს!

??????