ერთი წკეპლას ამბავი (იგავ-არაკი) ექსკლიუზივი
სახედარი და წკეპლა.
მშობელი და ბავშვი...
მოზარდი და გაიძვერა.
ოდეს სახედარს წკეპლა მოჰხვედრია, ჭმუნვითა და სიზანტით საქმე უკეთებია. დღე პირველსა და უკანასკნელს სიკვდილს არას ჰნატრობდა... მიჩვეულ ტვირთს, ჩვეულ ეზიდებოდა. გზად შემოხვდა ძმადნაფიცი თვისი, შემოსჩივლა კრძალვით, გასაჭირი თვისი ეგრე ატვირთული ზურგზედ: „ძმობილო იქნება იოლი ტვირთის მეპატრონე მაპოვნინო. ძალისხმევას არ დაგივიწყებ და ჩემს ფლოქვებს ვფიცავ, ყოველ კვირა დღეს საღი ბალახითა გამოკვებავ, ცივ ნიავს არ მოგაკარებო!“ ნაცნობი ვირი, ჯორზე შეჯდა და პასუხად უთხრა: „არა ვიცი რაო.“
სევდიანი თვალებით დასცილდნენ ერთმანეთს.
დავიწყებოდა წკეპლას გემო სახედარსა. არა ჯიუტობდა პატრონთან. პირნათელი და გულჩვილობით იწონებდა თავს სოფლის ორღობეებს შორისა თუ ხრიოკ გზებზე.
მზისგან ახურებულ დედამიწას, სცხელოდა. იმ შემოდგომას მდინარეებმა კალაპოტები დასტოვეს და მშობლიურ სოფლებს დიდი შაბათობა გაუმართეს... ალაგებული სანოვაგე თან წარიტაცეს, ოდებსა თუ ცათამბჯენებს, ქვეშ მიწა გამოაცალეს. დალბა და გაგრილდა დედამიწა. კვირა დღეს დაბრუნდნენ თავიანთ ავზებში აქაფებულები. თეთრ დუჟს თან მიჰქონდა წუთისოფლის საუკუნოვანი ნაჯაფ-ნაწვალები. მთაში მობინადრე ჩვენი სახედარი კი გადარჩა.
ბარს ეზიდებოდა ტვირთსა და პატრონს უკან მიჰყვებოდა. გზად მთაში მიმავალი ძმადნაფიცი შემოვხვდა, კვლავ. ერთიანად ტალახში ამოსვრილი, ძლივს ადგამდა დამძიმებულ ფეხებს. უშველებელი წკეპლა ხელთ ეპყრა პატრონსა და გამეტებით სცემდა მას, უკანა ჩლიქებში.
კვირა დღე იყო...
არაფერი უთხოვია.
დამძიმებულ მეგობარს, თავად გაუწოდა მეგობრობის ჩლიქი და უთხრა მას: „იქნებ გავჩერდეთ და ტვითები გავცვალოთო?“
სიხარულით დათანხმდა მეგობარს მთაში მიმავალი სახედარი.
მაგრამ, სახედრებს ვინ მისცა გონება? განა შეძლებდნენ ტვირთების გადაცვლას თუ არა მათი პატრონები - ადამიანები!
მათთვის გონიერება წკეპლაშია!
და ეს ყველაფერი მოხდა, როცა ღმერთი ისვენებდა.
ოჰ, ეს ადამიანები...
***
ბავშვმა ჰკითხა მშობელსა: დედი, მამი როდის მოვა სოფელსაო?
სიდინჯით და მანდილობით, კრძალვით, რიდით უპასუხა ბავშვსა: ოდეს მორჩეს სამსახურსა, ის ეწვიოს სოფელსაო.
მომლოდინედ მაცქერალმა, ბავშვმა მისმა მშობლისამან, თავი ჩარგო ლოგინსაო. და ღრმა ძილში სიზმარშივე, თვალთა მიღმა დაინახა გადაშლილი წიგნი ამა წუთისოფლისაო...
რა ესიზმრა?
წკეპლა, რომელიც კომბალს ჰგავდა.
ბავშვები, ბევრი ბავშვები. მათ შორის საკუთარი თავი ამოიცნო. კურდღლის კუდები ჰქონდათ. ბრბოში არეულობა შეინიშნებოდა. ახლოს სათამაშო ბუჩქები მოსჩანდა. იქვე ხის ტოტებზე, ბევრი სხვადასხვა ფერის სათამაშო ტელეფონი ირწეოდა. მოქუფრული ცის ქვეშ დედა ხელგაწვდილი ელოდა შვილს, მაგრამ წკეპლით გარეკილ ფარაში მყოფ შვილს, სათამაშო ტელეფონით დაერეკა და მშობელი დაებეზღებინა. ახალი, მდიდარი დედ-მამა შეიძინა, ფუფუნებაში გაზრდილმა ფერების აღქმა დაკარგა. რუხი ფერები მონცვლეობდნენ სიზმარში. დიდი გული სცემდა სიზმრის ეპიცენტრში... „ცისფერი ეკრანი“ დაემსგავსა, ჯოჯოხეთის კარიბჭეს, რომელსაც ვირების პატრონი დარაჯობდა. ნაცნობი წკეპლა ხელთ ეპყრა.
მამა შუბლზე ეამბორა პატარას.
დაიხურა თვალთა მიღმა გადაშლილი წიგნი ამა წუთისოფლისაო!
ბავშვმა ჰკითხა მშობელსა: მამი, ხომ არ წახვალ სამსახურსო?
სიკეთით და თბილი მზერით მიაჩერდა, შვილსა თვალცრემლიანსაო...
სიდინჯით და ვაჟკაცობით, დარწმუნებით, უფლის რწმენით უპასუხა ბავშვსა: დაიხსომე, დღეის იქით სამსახური მე მაქვს უკვე ამა წუთისოფელსაო!

ოჰ, ეს წუთისოფელი...
***
გაიძვერა მელია, სოფელს შემოეჩვია.
სოფელშივე იპოვა, მან საკბილო ტკბილი...
მოზარდსა ჰქვრიდა სიმშვიდეს კითილი საქმის კეთება.
სოფლად ვირი გამეფებულა. კარის დარაჯად თხუნელა აურჩევია, შიკრიკად კი მელა დაუსვამს. მელასთვის საჩუქრად მეფეს წკებლა უბოძებია და უთქვამს: „ამ წუთიდან დაგევალოს სოფლის ჭორ-მართალი მომიტანოო“
მზიან დღეს უყვარდა მელას ტყიდან გამოსვლა. შორიდან უცქერდა ადამიანებს... სოფლად კი მხოლოდ შებინდებისას გადიოდა.
ბინდი ჩამოიშალა ციდან მიწაზე. მეგობრიდან სახლში მიმავალ მოზარდს გზად უჩვეულო რამ შეემთხვა. ის მელამ განაცვიფრა. გზის სავალ ნაწილზე გართხმული მელა შველას ითხოვდა. მოსთქვამდა და სიტყვებით მიმართავდა მას: „გთხოვთ, იქნებ ვინმემ მიშველოთო!“ დაიბნა... „ეს სასწაულია! მელა ლაპარაკობსო“ გაიფიქრა და მის წინ დაიჩოქა. მიეშველა, სახლამდე, მკლავებზე მისვენებულ მელას, სთხოვდა: „არ მოკვდეო.“ მელა რისი, მელაა, თხოვნა, რომ არ შეესრულბინა. უკვე ჭიკართან მისულ მოზარდს მოპარული, სევდიანი თვალებით კვლავ უთხრა: „იქნებ წყალი დამალევინოო“ ისე აგისრულდეთ ყველაფერი, როგორც მას. დააგემოვნა ჭის გემრიელი წყალი. ისე სხვათაშორის ჰკითხა მელამ: გადასახადს თუ იხდიო წყლისას?“
რა თქმა უნდა! - იყო პასუხი.
აღარ გადაიხდი. - მიუგო მელამ?
რატომ?
შენ მე გადამარჩინე. ეს ჩემგან ფეშქაშად. მე, მეფეს ვიცნობ და შემიძლია კიდევ ძალიან, ძალიან მდიდარი გაგხადო! - იცნობდა მელა ოჯახს სადაც მოზარდი ცხოვრობდა. სიდუხჭირისაგან სულსა ღაფავდნენ.
ეს, როგორ?
უბრალოდ მენდე და გააკეთე ყველაფერი ის რასაც მე გთხოვ. შეძლებ? მშობლებს არ უთხრა. ისინი ვერ გაგიგებენ. მორალის კითხვა ვიცი არ მოგწონს. ასე, რომ - მე შენთვის, შენ სოფლისთვის!
რა უნდა გავაკეთო?
საქმე ჩემს მაგივრად. მე კი შენს ნაკვალევს გავყვები და თან წავშლი ჩემი გრძელი კუდით, რომ შეუმჩნეველი დარჩე. ძალიან საინტერესო იქნება. - დათანხმდა შემოთავაზებას, „სარფიანს“.
გადის დრო ხანი. ათასი რამ საქმენი „სთესეს“ პარტნიორებმა ერთად. ყოველ დღეს მელა მოძღვრავდა მშობლების ნაცვლად.
და დადგა დღე ჯილდოს მიღებისა. მელამ უთხრა მას: „აჰა, მეფეს შენთვის ეს წკეპლა უბოძებია. ოდესღაც მისი ყოფილი პატრონისა და მჩაგვრელისა ყოფილა, რომელიც აღმართზე სიარულისას, წიხლის მოქნევითა მოუკლავსო“.
„მე რაში გამოვიყენოო?“ - უთქვამს მოზარდს.
„ თავი გაიშოლტე!“
მელა დააწინაურეს.
მოზარდმა ჰკითხა მშობლებსა: - სახლში მიმიღებთ?
სიკეთით და თბილი მზერით მიაჩერდნენ, შვილსა თვალცრემლიანსაო...
სიდინჯით და ვაჟკაცობით, დარწმუნებით, უფლის რწმენით უპასუხეს მოზარდსა: დაიხსომე, დღეის იქით შენთვის გონიერება წკეპლაშიაო!

ოჰ, ეს ცხოველები...
9 ივნისი 2011 წელი