მეუღლეს (ეტიუდი) ექსკლიუზივი
ფიქრში ნთხეული შენი ზმანება, დილის ორომტრიალში გაქრება... კაიფში ვარ. გამოსვლა არ მინდა. ზეძალის მადლით ვარსებობ ამ ქვეყნად და როს მომადგეს კარზე სიკვდილი, კაკუნს არ ვაცლი. საჩუქრად შეფუთულ ცოდვებს დავუთმობ, ოღონდ მაცხოვროს!
ვისთან?
შენთან!
შენს გულში ვპოზიორობ, კუთხეს ვარჩევ... მზით გამთბარ სისხლს ვხვრეპ და სულს ვუთმობ ხორცს... შენთვის ვიბრძოლე... ქარს ვეურჩე. აწეწილ თმებში სიტყვებს ვაბნევდი. ურჩმა სიბნელემ ლამის გამაქრო, მაგრამ სინათლემ დაასწრო და შენთან გავჩნდი. მას შემდეგ თვალების ხამხამს ვერიდები.
სიბნელის მეშინია!
ვისთან?
შენთან!
დამსკდარ ბროწეულს გემო გავუსინჯე. ტკბილ-მჟავე სითხეში მობანავე სხეული ვნებამ გამიწება. სულის კლავიშებს თითები დავადე და ავაჟღერე უცნობი მელოდია, ნაცნობი წუთებით...
ვისთან?
შენთან!
მღვიძავს! ღამით გაჯერებულ ოთახებში დავდივარ. გული სარკმლისკენ მექაჩება. ვიხედები. მთვარე არსად ჩანს, არც ვარსკვლავები... ქალაქი ანათებს ლამპიონების წყალობით. იცი, გამახსენდა შეშის ღუმელი და მის ირგვლივ შენი ფუსფუსი, ღუმელზე შემომდგარი სადილი... ჩაიდანში წყლის დუღილის ხმაური... ისევ სარკმლიდან ვიცქირები და ლამპიონებით განათებულ ჩაღამებულ ქალაქს გავყურებ... ნაფიქრ წსარსულს უმთვარო ზეცაზე ვხატავ! ტუჩებს ვაწებებ ცივ მინაზე... დაორთქლილ მინაზე თითით სიმები დავხატე და მზერით მასზე დაკვრა ვსცადე. წამწამების ჩამოკვრით ავაჟღერე უცნობი მელოდია, ნაცნობი წუთებით...
ვისთან?
შენთან!
მიყვარხარ!
22 თებერვალი 2011 წელი