რიმნისთაველი დიკი
გაზიარება

ვნების მორევში 

ვნების მორევში ისე ჩავეშვი,
რომ გამოჟონა ოფლმა ნეკნიდან,
ანგელოზებს კი ლექსის ჭალებში
ასაფრენ ფრთებზე ცეცხლი ეკიდათ.
ნეტავ ცხოვრება საით გამისვრის,
გული სხვის გულთან რას იტიტინებს.
კრწანისის ველზე დაღვრილი სისხლი
სამაჩაბლოში გამოვიტირე.
დიდგორი არ მსურს რომ გავიხსენო
ან ბაზალეთი ცრემლით ჩავრეცხო,
ახლაც პირში მაქვს იმ თაფლის გემო,
ცოტნე დადიანს ტანზე რომ ეცხო.
ნუ განმიკითხავთ ასე მომზირალს,
რაღა დროსია ჩემი ანცობა,
ოცნების გობზე ლექსებს მოვზილავ
სულის თონეში გამოსაცხობად.

??????