რიმნისთაველი დიკი
გაზიარება

მოძახილი 

ვნატრობდი, ნეტავ ცოტა დამცლოდა,
ვეღარ ვუსწორე ცხოვრებას თვალი,
ვერ მოვესწარი თოფის გასროლას,
ბიჭიანობის ახლაც მაქვს ვალი.
ჟამიანობა თავის გზას ადგას,
ვეღარ ისვენებს თითქოს მერანიც,
ნეტავ ვიცოდე, ჩემს უკან რა დგას,
რომ ვერ გამკიცხოს ქვეყნად ვერავინ.
არ მომიხრია არვისთვის ქედი
მავანს – მავანის დიდი რიდი აქვს,
ბევრჯერ ბუხართან მძინარე ბედი
ძაღლივით გარეთ გამომიგდია.
უგულოდ გუნდას ვერავინ მესვრის,
ვგრძნობ, რომ სიცოცხლე ახლა იწყება,
უსიყვარულოდ რა არის ლექსი
თუ არ უგვრძვნია თავდავიწყება.

??????