Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

რიმნისთაველი დიკი
გაზიარება

მოფერება 

განა საყვედურს ვეტყვი გულიდან,
თუნდ დამემალოს ეს სიყვარული,
თითქოს უსიერ ტყის ჯურღმულიდან
მესმოდა მისი ეჟვნის ჟღარუნი.
მთაზე ნისლები გადმოდგებიან,
ჩამოეშლება ჩანჩქერს ნაწნავი,
მეგონა კლდის ქიმს წამოსდებია
მზის სხივი ღაწვებ დაუკაწრავი.
ნეტავ რად ვეძებ რაღაც მიზეზებს
გული ამან თუ დამიჭიანა,
სასიყვარულოდ მივდივარ მზეზე
მთვარემ რაღატომ იეჭვიანა.
ახლა ისეთი სახმილი მძალავს,
იქნება მთები მართლა გასწორდეს,
დაუწერელი კანონი კრძალავს
იღბალს, აწონილს ბედის სასწორზე,
უსასრულობას დრო ვერ ერევა,
დრო ჯიუტია და ხანაც ურჩი,
მე სიყვარულის მოსაფერებლად
მზად ვარ, განგებას თუ გადავურჩი.

??????