სტურუა ლია
გაზიარება

ქვა 

მაინც, სამყაროს ეძებ:
საზღვრების, ღერძის,
უწერტილობის შიშით,
წითელი მელნით წერ –
აორტას ეყრდნობი
და არა ასოების დახრილობას
სისხლი რომ სულ წავა,
შესაფერის ფორმას მიაგნებ
ქვასავით დაწვები მინდორში...
პალეოლითი, ნეოლითი, იქროს ხანა –
ასე ითვლიან ისტორიის ასაკს,
თავგანწირული ქვებისაგან
პანთეონს აშენებენ.

??????