გამსახურდია ზვიად
გაზიარება

ქვაბთახევის ელეგია 

ღამეა იდუმალ-ვნებული,
მეშორა ნაცნობი ქარები,
კანკელი თრთის მოყივნებული,
შერყვნილან ის მინანქარები
და სული მით შემცივნებულა,
სდუმანო დავითის ქნარები.
ზღვა ზურმუხტით მოზიმზიმეთი
იქცევა წვეთებად საშიში
იხსნება ფრდილი კოზიმიტი,
ხრჩოლავს ნარგისებად ჰაშიში
კრთი რაო, შენ სულო, იმითი
სიკვდილი როა ცის საშოში?
იხსნება ფრდილი კოზიმიტი
კრთის ბედისწერის აზიმუტი.
მარტოობისაა ჰანგები
მოვლენღა ის ფარშავანგები?
ზღვა ზურმუხტით მოზიმზიმეთი
გადადის ლალების რიყეზე,
ასე შორია როს იმედი,
ლოდით დაფარული მძიმეთი,
არე რად ირევა არეთი
ქალა – გულის სიმწუხარეთი?
სნეულია მუზა იმითი
იხსნაო ფრდილი კოზიმიტი
დრკა ბედისწერის აზიმუტი.
შარავანდედია ჩანგების
თუ დიადემაა განგების
აღსასრულისაა ჰანგები.
მოვლენღა ის ფარშავანგები?

??????