ხაბაზი ამირან
გაზიარება

სანამ ქართულ ოდებიდან ექსკლიუზივი

ძილ-ბურანის ნისლში თვლემდა
ველ-მინდორი, მთა-სანახი,
წაბლის ოდის გულისცემად,
ბაგუნობდა ქვასანაყი.

ქარს მიჰქონდა ქინძის სუნი,
პიტნის სუნი, ქროლვა ქონდრის
და ეჟვნების ნელი ჟრუნით
ირხეოდა ბინდში ბონდი.

ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები,
ჭრაჭუნობდნენ ნალიები
და უფოთლო ხეჭეჭურებს
ესხა ჭროღა ვარიები.

მეხვეოდა გლეხკაცივით
მოფართქალე ვაზის ლერწი,
ღამე ქართულ ეტრატივით
დაწერილი რქებით ვერძის.

და ჩურჩულებს დღესაც ჩემში
იმ ღამეთა ეშხი-მეშხი,
ადესურის შავი შხეფი
ჩურჩულებდა ორშიმოში...

??????